esquema-via-de-transmision-sin-animacion

ხმის იზოლაცია

                   & აკუსტიკა

  აკუსტო დამოუკიდებელი საპროექტო კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ კომპლექსურ საპროექტო და საინსტალაციო გადაწყვეტილებებს შენობის ხმის იზოლაციის, აკუსტიკური მოწყობის, განათებისა და გახმოვანების სფეროში. ჩვენი მიზანი თქვენთვის კომფორტული გარემოს შექმნაა!

როგორ ვმუშაობთ

  სივრცის აკუსტიკური გამართვა ინდივიდუალური სამუშაოა. ყველა სივრცეს თავისი იდეალური აკუსტიკური სტანდარტი გააჩნია, მაგალითად საკლასო ოთახში ოდნავი ექოც კი აძნელებს საუბრის გარჩევას და ხელს უშლის სასწავლო პროცესს, განსხვავებით ეკლესიისა და საკონცერტო დარბაზისაგან, სადაც ზომიერი ექო სასურველიც კია.
 

  აკუსტიკა ხმის მეცნიერებაა და ჩვენც მეცნიერულად ვჭრით ხმის იზოლაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩვენი მეთოდი 4 საფეხურისგან შედგება:

ხმის იზოლაცია და 4 ნაბიჯი         სიმშვიდემდე

ხმის იზოლაცია, ქალი მედიტირებს სამუშაო გარემოში და მამაკაცები აწუხებენ

1. კონსულტაცია და აზომვები

  პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მომხმარებლის პრობლემა, რომელიც ყურისთვის არის აღქმადი. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი ადგილზე გეწვევათ და შეისწავლიან  თქვენს სივრცეში ხმის იზოლაციასთან დაკავშირებულ პრობლემას, შემდეგ ჩვენი თანამშრომლები გაგიწევენ კონსულტაციას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ყველაზე იაფად და მარტივად ამ პრობლემის აღმოფხვრა.
 
  ძირითად შემთხვევაში, თუ  საქმე არ გვაქვს ძალიან მარტივ პრობლემასთან,  აუცილებელია აკუსტიკური აზომვები.  ეს კი გულისხმობს ყველაფრის, რაც გვესმის და გვაწუხებს, ციფრებში გადაყვანას. ზუსტი აზომვები კი საშუალებას გვაძლევს განვაცალკეოთ აკუსტიკური პრობლემები და გადავჭრათ პროექტირების საშუალებით.

 

2. ხმის იზოლაცია და პროექტირება

  პროექტირება ჩვენი პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.  აზომვების შედეგად  მიღებულ  ინფორმაციას  ყველაზე დახვეწილი პროგრამირების საშუალებით ვამუშავებთ  და კომპიუტერული ტესტირების საფუძველზე ვადგენთ რა მინიმალური მასალით შეიძლება გადაწყდეს ხმის იზოლაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

 


 

 


 

 

 

 







პროგრამული პროექტირება საშუალებას გვაძლევს რომ თავიდან ავიცილოთ დროის კარგვა, ზედმეტ მასალაში გადახდილი თანხები და მაქსიმალურად იაფად მივიღოთ საუკეთესო შედეგი.
 
  განსაკუთრებული სირთულის პროექტებზე ჩვენს კომპანიას ემსახურება საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საპროექტო  კომპანია „AKUKON საქართველო“, რომელსაც  25-წლიანი  გამოცდილება გააჩნია აკუსტიკის სფეროში.

მამაკაცი აპროექტებს ხმია იზოლაციის პროექტს
3. მოწყობითი სამუშაოები

  პროექტირების დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება მიიღოთ გადაწყვეტილებები დიზაინის კუთხით და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მასალები. მასალათა რევიზიის შემდეგ  ჩვენი საშემსრულებლო გუნდი თქვენს სივრცეში ჩაატარებს პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად.
 
ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოს სწორად ჩატარება, რადგანაც იდეალური პროექტის არსებობის შემთხვევაშიც კი , პანელების არასწორმა დამონტაჟებამ, შესაძლოა, არ მოგვცეს სასურველი შედეგი. ჩვენი გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ხმის იზოლაციასთან დაკავშირებული სამუშაოების გამართულად შესრულებას.
 
 

 

 










 

 

 


ხშირ შემთხვევაში,  ჩვენს გუნდს მუშაობა შეუძლია სივრცეში მიმდინარე პროცესის შეუჩერებლადაც (მაგ: ოფისში, ქოლ-ცენტრში და ა.შ.) მხოლოდ  აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო სივრცის დაცლა.

ჭერის ხმის იზოლაციის სწორედ გაკეთება

4. საბოლოო აზომვები

  ბოლო ეტაპია ვიზუალური დათვალიერება და საბოლოო აზომვები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხმის იზოლაციასთან დაკავშირებულმა სამუშაოებმა ზუსტად ის შედეგი მოგვცა, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული.
 
  როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკუსტიკა ხმის მეცნიერებაა და ყველანაირი ბგერა შეიძლება გამოისახოს ციფრებით. ჩვენი ამზომველები შეადგენენ შესაბამის რეპორტს, რათა ციფრებით იყოს გამყარებული ის სიმშვიდე, რასაც ყურითაც შეიგრძნობთ.
წარმატებული პროექტები:
სასტუმრო „მონოგრაფი“ - აკუსტიკური პროექტირება, მასალათა რევიზია, ტიხრებისა და ჭერის აკუსტიკური სტანდარტით მოწობა, იატაკების ანტივიბრაციული საფენით მოწყობა
Hotel Monograp
სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნი“ (ჭავჭავაძის 64 ა & ბ) - არსებული აკუსტიკური პროექტის რევიზია, მასალათა რევიზია და სამუშაოების ზედამხედველობა.
Hilton Garden Inn.jpg
აღმაშენებლის N44-ში მშენებარე რედისონ რედში ხორციელდება აკვაპანელით მოპირკეთებისა და თაბაშირ მუყაოს ტიხრების აკუსტიკურად მოწყობის სამუშაოები, სამუშაოების მთლიანი საკონტრაქტო ღირებულება შეადგენს 1,540,343 ლარს.
Redison Red.jpg
რეზო გაბრიაძის თეატრი - აკუსტიკის მოწყობა ჩვენივე წარმოებული მშთანთქმელი პანელებითა და დიფუზორებით.
Rezo Gabriadzis Teatri.jpg

ახმეტელის თეატრი - აკუსტიკური პროექტირება, სასცენო მექანიზმებისა და განათება გახმოვანების სისტემების პროექტირება

Axmetelis Teatri.png
ვილა მოსავალი - რესტორნისა და სასტუმროს გამყოფი იზოლაციის მოწყობა, სასტუმროს ნომრების შიდა აკუსტიკის მოწყობა, ჭერისა და იატაკების აკუსტიკური მოწყობა
Villa Mosavali.jpg

კერძო კინო თეატრი - სახლის კინოთეატრის აკუსტიკურად მოწყობა ჩვენივე წარმოების პანელებითა და დიფუზორებით

Kerdzo Kino Teatri.jpg

Acousto