აკუსტიკური პროექტირება და დიზაინი

აკუსტიკური პროექტირება

უნიკალური გადაწყვეტილებების შემუშავება არქიტექტურული და სამშენებლო აკუსტიკის სფეროში. ინდივიდუალური აკუსტიკური და საიზოლაციო ხმისდამხშობი სისტემების მოწყობა. ჩვენი სპეციალისტები რომელთაც აქვთ პროფესიული ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება აკუსტიკის მიმართულებით შეიმუშავებენ ინდივიდუალურ სისტემებს და შემოგთავაზებენ უნიკალურ  გადაწყვეტილებებს თითოეული ობიექტის  დეტალური შესწავლის საფუძველზე.

აკუსტიკური კორექცია

   ხშირ შემთხვევაში, პროექტირებისა და მშენებლობის დროს, აკუსტიკური ნორმების გაუთვალისწინებლობა შემდგომში იწვევს აკუსტიკური კორექციის აუცილებლობას. ჩვენი სპეციალისტები შეისწავლიან უკვე არსებული შენობის აკუსტიკურ  მდგომარეობას და კომპიუტერული სიმულაციის საფუძველზე  გასცემენ რეკომენდაციას აკუსტიკური კორექტირებისთვის.  დაგეხმარებიან შესაბამისი დიზაინერული მასალების შერჩევაში და ჩაატარებენ სამუშაოებს გარანტირებული შედეგით.

შიდა აკუსტიკური დიზაინი

 აკუსტიკური დიზაინი აერთიანებს ინტერიერის ყველა მსხვილ და მცირე ელემენტს რაც გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, გარემოს პარამეტრებსა და კომფორტის დონეზე. აკუსტიკური დიზაინი აერთიანებს აკუსტიკურ და ესთეტიურ ფუნქციებს,  რაც ჰარმონიულად უკავშირებს ერთმანეთს შერჩეული სისტემისა და შიდა სისტემის დიზაინს  და შედეგად ვიღებთ დახვეწილ  ვიზუალს და აკუსტიკურ კომფორტს. სენსორული მარკტეინგი