გახმოვანების პროექტირება

   გახმოვანების პროექტირება ხდება აკუსტიკური სიმულატორის AFMG EASE 4.4 ის მეშვეობით. 

   სხვადასხვა აკუსტიკური მაჩვენებლის მქონე დარბაზში აპარატურის სწორი განლაგება საშუალებას იძლევა მოხდეს  ნებისმიერ ბგერის კარგი ხარისხით აღქმა, იქნება ეს საუბარი, მუსიკა თუ ხმაური. მაყურებლების განთავსების ადგილას, რომლებიც მოანწილეობენ ღონისძიებაში, მოითხოვება საჭირო ხმის და ჟღერადობის უზრუნველყოფა, აუდიო სიგნალის სრული დიაპაზონის დამახინჯების გარეშე. ამ მიზნით გთავაზობთ პროფესიონალური აკუსტიკურ გათვლას. ის საშუალებას იძლევა განისაზღვროს აუდიოსისტემის შემადგენლობა, ხმისმწარმოებელი აპარატურის  საჭირო სიმძლავრე და მათი განთავსების წერტილები.

   კომპანიის სპეციალისტების მიერ ტარდება გათვლები სხვადასხვა ტიპის ობექტებისთვის : დახურული სტადიონები, საცურაო აუზები, რესტორნები, ღია სივრცეები, საკონცერტო და საკონფერენციო დარბაზები. აკუსტიკური გათვლებისას სპეციალისტები ითვალისწინებენ შენობის არქიტექტურულ თავისებურებებს და მასში მიმდინარე მოვლენების სპეციფიკას. საჭირო ხმის წნევის ოპტიმალური მოცულობა განსხვავებულია დიქტორის განცხადების ტრანსლიაციისას, ფონური მუსიკალური თანხლებისას, როკ-მუსიკის თუ კლასიკური მუსიკის კონცერტის შემთხვევაში. 

   კონკრეტული ობიექტისთვის საჭირო ხმოვანი აპარატურის გასათვლელად, ხდება შენობის ანალიზი. ამის საფუძველზე განისაზღვრება ხმის განაწილების ოპტიმალური ველები და დინამიკების განთავსების ზონები. შეისწავლება შენობის გეგმა, ჭრა, კედლისა და ჭერის მასალები. რაც უფრო დიდია ხმისდამხშობი ზედაპირის ფართობი, მით უფრო მაღალია ხმის წნევა, რომელიც უნდა უზრუნველყოს აპარატურამ. თუ ხმის ტრანსლირება ხდება შენობის გარეთ,  გათვალისწინებულ უნდა იქნას აივანი, ახლომდებარე წინაღობების არსებობა კედლების სახით, ხეები, აუზი და სხვ.