ხმის და ვიბრო იზოლაცია

კომპანია „აკუსტო“  გთავაზობთ ხმის იზოლაციას შემდეგი დანადგარებისთვის:

 

•მობილური დიზელ-გენერატორი

•სტაციონალური დიზელ-გენერატორი

•ჩილერი

•ელექტროგენერატორი და სხვ.

  ჩვენი სპეციალისტები  ახორციელებენ არსებული ხმაურის აზომვით სამუშაოებს, დასკვნის სახით წარმოადგენენ  აკუსტიკურ ანგარიშს, რის საფუძველზეც ხდება ინდივიდუალური პროექტის შედგენა, მასალების შერჩევა და საინსტალაციო სამუშაოების ჩატარება.

   ჩასატარებელი სამუშაოს ფასი  განისაზღვრება ხმაურის არსებული დონისა და ჩაგუდვის შემდეგ მისაღებ შედეგზე. ასევე,  აღსანიშნავია, რომ ჩასატარებელი სამუშაოს სირთულე დამოკიდებულია შესაფუთი დანადგარის ირგვლივ არსებულ სივრცეზე. ხშირ შემთხვევაში ეს სივრცე საკმაოდ მცირეა და მაღალი დონის საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება რთულდება. ჩვენი სპეციალისტების მიერ მიღებული ტექნიკური გადაწყვეტილებები ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო საკმაოდ მრავალფეროვანია. ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებულ  იქნას სხვადასხვა სახის ხმის საიზოლაციო პანელები, შესაფუთი კონსტრუქციები და ა.შ

 

ჩასაჩუმებელი ობიექტის ხმაურის სიდიდე, პირობითად

შეიძლება დაიყოს სამ დონედ:

 

•60 დბ-მდე

•80 დბ-მდე

•100 დბ-მდე

 

გამოცდილება გვანახებს,  რომ სხვადასხვა შემთხვევაში

შესაძლებელია ხმის იზოლაციის მიღწევა 10დბ-დან 50დბ-მდე.