ზედმეტი ხმაურის გავლენა ოფისებში

მაშ ასე, რა უნდა გავითვალისწინოთ ოფისის დიზაინის შექმნისას? პირველ რიგში ის, რომ იქ, სავარაუდოდ, ადამიანები დაკავდებიან მეტად მრავალფეროვანი საქმიანობით. ისინი ილაპარაკებენ ტელეფონით, იმუშავებენ გუნდურად, ჩაატარებენ თათბირებს, შეასრულებენ მნიშვნელოვან ამოცანებს კომპიუტერთან, რაც მოითხოვს სიჩუმესა და კონცენტრაციას, ასევე მოაწყობენ სხვადასხვა იდეების განხილვას. სხვადასხვა ამოცანები კი მოითხოვს სხვადასხვა აკუსტიკურ პირობებს. სამუშაო სივრცეთა აკუსტიკური დიზაინი - ესაა აკუსტიკური პირობების შექმნა ოთახში მყოფ ადამიანთა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. ჩვენი გადაწყვეტები მიმართულია სწორედ ამაზე. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანთათვის სასიამოვნო იყოს მუშაობა, რომ მათ მიაღწიონ ეფექტიანობას და მთლიანობაში კარგად იგრძნონ თავი.

 

ღია დაგეგმვის ოფისში მუშაობთ? მიიხედ-მოიხედეთ. ყური დაუგდეთ. თუ გესმით, ადამიანები როგორ ლაპარაკობენ ტელეფონით? გესმით თუ არა საუბარი, რომელიც თქვენ არ გეხებათ? და ვენტილატორის ხმაური? გიშლით თუ არა მთელი ეს ხმები? იწვევს თუ არა სტრესს? უშლის თუ არა ხელს კონცენტრირებას? თუ „კი“, თქვენ მარტო არა ხართ.

 

ოფისებში თანამშრომელთა დისკომფორტის ყველაზე მთავარი, მაგრამ განუხილველი მიზეზი არის ის ხმები, რომელთა მოსმენაც ადამიანებს არ სურთ. ერთი სიტყვით - ხმაური. ამ მომენტისათვის იკვეთება შემდეგი ტენდენცია: ოფისში თანამშრომლებს ეძლევათ არა უბრალოდ საკუთარი მაგიდები, მათთვის იქმნება ცალკე ზონები მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ამოცანები უნდა სრულდებოდეს სხვადასხვა ადგილებში. სამუშაო ადგილის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, გჭირდებათ თქვენ ყურადღების თავმოყრა, ტელეფონზე საუბარი, შეხვედრის ჩატარება, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა, გონების სრული კონცენტრაცია თუ სამუშაო ადგილზე მრავალამოცანიანი სამუშაოს შესრულება. მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ ადამიანთა განთავსება ოფისის სხვადასხვა ნაწილებში. თუ არ იზრუნებთ აკუსტიკაზე, ხმები გავრცელდება სათავსში, აირეკლება კედლებისაგან, ჭერისა და იატაკისაგან. ასე ჩნდება ექო, და ადამიანებს უწევთ ხმის მომატება, რომ მათი ლაპარაკი ისმოდეს. ამის გამო იმატებს ხმაურის საერთო დონე, რაც აუარესებს სამუშაო გარემოს ხარისხს.

საინტერესო ფაქტები ოფისში მუშაობის შესახებ

- ის, თუ რამდენად ხშირად იღებენ თანამშრომლები ბიულეტენს, დამოკიდებულია მათ შორის იმ ხმაურის დონეზეც, რომელსაც ისინი განიცდიან. და რაც უფრო რთული ამოცანებია გადასაჭრელი, მით უფრო ძლიერ გამოხატულია დამოკიდებულება.

- მუშაკთა საუკეთესო 25%-ს უფრო იშვიათად ეფანტება ყურადღება, ესმით შესასრულებელ ამოცანაზე კონცენტრირების მნიშვნელობა და შერჩევით პასუხობენ ტელეფონის ზარებს  კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.

- სამუშაო დროის 60%-მდე იხარჯება სამუშაოზე, რომელიც კონცენტრაციას საჭიროებს.

- იმის შემდეგ, როდესაც მუშაობა ამა უ იმ მიზეზის გამო წყდება, საშუალოდ გვჭირდება 25 წუთი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ საწყის ამოცანას. და მხოლოდ კიდევ 8 წუთის შემდეგ მუშაკი აღწევს კონცენტრაციის უწინდელ დონეს.

- ოფისის თანამშრომელთა შრომის ღირებულება შეადგენს ოფისის ათი წლის ექსპლუატაციის საერთო ხარჯების 82%-ს. ეს 16-ჯერ მეტია, ვიდრე თავად სამუშაო ადგილის ღირებულება.

ხელსაყრელი აკუსტიკური გარემოს უპირატესობები

- ადრენალინის დონის შემცირება 30%-მდე.

- ამოცანათა გადაჭრის მოტივაციის გაზრდა 66%-მდე

- ეფექტიანობის გაზრდა იმ ამოცანების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს კონცენტრაციას, მაქსიმუმ 50%-მდე.

- გონებაში გამოთვლის შედეგიანობის მომატება 20%-მდე.

თათბირები არაფორმალურ გარემოში

ფაქტორები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია აკუსტიკური გარემოს შექმნისას: ხმაურის დონე და ბგერის გავრცელება. იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, გარდუვალად იწყება არაფორმალური ურთიერთობა. ოფისში ეს ჩვეულებრივ არის კაფეტერიები, დასასვენებელი ადგილები ან საერთო ზონები. როგორც წესი, ეს არის დიდი, მაღალჭერიანი სათავსოები. იქ არის ბევრი ხალხი, ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის წკარუნი, ნაბიჯებისა და ლაპარაკის ხმა.

ამოცანა: ყველაზე მნიშვნელოვანია მივაღწიოთ იმას, რომ ხმაურის საერთო დონემ არ მოიმატოს, თორემ ადამიანები ხმას აუწევენ უბრალოდ იმისათვის, რომ მათ მოუსმინონ. ხმაურის მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ის, რომ ეს ხმები გაისმის იქაც კი, სადაც ადამიანები მუშაობენ.

გუნდური მუშაობა

ოფისის მუშაკები ხშირად მონაწილეობენ ერთობლივ პროექტებსა და ამოცანებზე მუშაობენ ჯგუფებად. წარმატების მისაღწევად მათ სჭირდებათ გუნდში ინფორმაციის გაცვლა, შეხვედრებისა და დისკუსიების ჩატარება, ერთობლივად მუშაობა. სასურველია, რომ ამისათვის იყოს ცალკე სათავსო. თუმცა ჩვეულებრივ ამგვარი მუშაობა ტარდება ნახევრად ღია ან   ღია სივრცეში, სხვადასხვა გუნდებს შორის.

ამოცანა: დასაპროექტებელ სათავსში მნიშვნელოვანია აღმოვფხვრათ ექო, რათა ბგერა არ ირეკლებოდეს კედლებისაგან და ხელს არ უშლიდეს ურთიერთობას (არ აქვეითებდეს საუბრის გარჩევადობას). ასევე აუცილებელია კარგი ბგერითიზოლაცია, რათა ხმები არ გადიოდეს სათავსის ფარგლებს გარეთ. ნახევრად ღია ან ღია სივრცეში უნდა აგრეთვე შევამციროთ ბგერების გავრცელების სიშორე, რათა ოფისის სხვადასხვა ნაწილებში ხმაური არ მატულობდეს და ადამიანებს არ სჭირდებოდეთ ხმის აწევა.

მუშაობა ტელეფონზე

ტელეფონით მოლაპარაკება არის საქმეზე რაიმეზე შეთანხმების ან კითხვებზე პასუხის სწრაფი და ეფექტიანი ხერხი. თუ თქვენს ოფისში არის მხარდაჭერის სამსახური ანდა გაყიდვების განყოფილება, ეს იმთავითვე გულისხმობს დიდი რაოდენობით ერთ სათავსოში ტელეფონით მოსაუბრე დიდი რაოდენობით ადამიანთა ყოფნას. ლაპარაკი ვრცელდება ყველა მიმართულებით, ხმაურის დონე იმატებს, ადამიანების ცუდად ესმით მათ თანამოსაუბრეებსაც კი.

ამოცანა: თავიდან ავიცილოთ ხმაურის დონის მომატება, უზრუნველვყოთ მეტყველების გარჩევადობა ტელეფონით ურთიერთობისას (ფონური ხმაურის შემცირების ხარჯზე), შევამციროთ თანამშრომლის ხმაურის ზეგავლენა კოლეგებზე და არ მივცეთ ხმაურს გვერდით სათავსებში გავრცელების საშუალება.

ფორმალური თათბირები

იმისათვის, რომ თათბირები კონსტრუქციული იყოს, მნიშვნელოვანია მკაფიოდ გვესმოდეს ერთმანეთის. ყველა ადვილად უნდა მიჰყვებოდეს გამომსვლელის ლაპარაკს, უპრობლემოდ გამოთქვას თავისი აზრი, ჩაატაროს პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღოს განხილვაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე თავიდან ავიცილოთ ხმაურის გავრცელება იმ სათავსის ფარგლებს გარეთ, სადაც ტარდება თათბირი, რათა ხელი არ შევუშალოთ სხვებს.

ჩვეულებრივ მოლაპარაკებათა ოთახებში ბევრია ხმაურიანი მოწყობილობა, როგორიცაა პროექტორები, აგრეთვე დინამიკები სატელეფონი საუბრებისა და ვიდეოკონფერენციებისათვის. გარდა ამისა, ხშირად მოლაპარაკებათა ოთახებში ორი კედელი მინისაა, მესამეზე კი ჩამოკიდებულია დაფა. ყველა ამ ზედაპირიდან აირეკლება ბგერა და ქმნის ექოს, რითაც მახინჯდება მეტყველება.

ამოცანა: თავიდან ავიცილოთ ხმაურის გავრცელება სათავსის ფარგლებს გარეთ, უზრუნველვყოთ მეტყველების გარჩევადობა ექოს აღმოფხვრისა და დაბალ სიხშირეთა შთანთქმის ხარჯზე.

მრავალამოცანიანობა

ადამიანთა უმეტესობა ყოველდღე ასრულებს სხვადასხვაგვარ ამოცანებს დიდ ღია ოფისში კოლეგების გარემოცვაში მაგიდასთან ჯდომისას. ისინი საუბრობენ ტელეფონით, ყურადღებას თავს უყრიან მნიშვნელოვან საქმეებზე, პასუხობენ ელექტრონულ წერილებს და ამზადებენ პრეზენტაციებს. ასევე მათ ზოგჯერ სჭირდებათ კოლეგებთან მისვლა, სწრაფი თათბირების ჩატარება და საქმეების განხილვა.

ამოცანა: არ დავუშვათ ლაპარაკისა და სხვა ბგერების გავრცელება, რათა ხელი არ შევუშალოთ კოლეგებს.

ეგრედწოდებული ბრეინსტორმინგი

ე.წ. ბრეინსტორმინგი საჭიროა შემოქმედებითი იდეების გენერირებისათვის. ამგვარი საქმიანობის დროს ადამიანები ხშირად ბოლთას სცემენ ოთახში და ლაპარაკობენ ერთდროულად, ერთმანეთს აწყვეტინებენ. ხშირად ეს ხდება ცალკე, უჩვეულო ინტერიერიან სათავსoებში.

ამოცანა: არ დავუშვათ ექოს წარმოქმნა, ხელი შევუწყოთ კომუნიკაციას (უზრუნველვყოთ მეტყველების მკაფიოობა) და თავიდან ავიცილოთ ხმების გავრცელება სათავსის ფარგლებს გარეთ.

სამუშაო, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას

დროდადრო ყველას სჭირდება მუშაობა სიჩუმეში, რომ არავინ უშლიდეს ხელს. ვინაიდან სულ უფრო ნაკლები ადამიანი მუშაობს ცალკე კაბინეტებში, საჭიროა სპეციალური, ე.წ. „კონცენტრაციის ზონების“ ორგანიზება. იქ ადამიანებს შეუძლიათ დაკავდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით. გარდა ამისა, ჩაატარონ ხანგრძლივი მოლაპარაკებები ტელეფონით, ვიდეოკონფერენციები და შეხვედრები.

ამოცანა: თავიდან ავიცილოთ ექოს წარმოქმნა კედლებისაგან ბგერის არეკლვის დროს, უზრუნველვყოთ მეტყველების გარჩევადობა და არ დავუშვათ ხმების გავრცელება სათავსის ფარგლებს გარეთ.

აკუსტიკური კომფორტის გზაზე

იმის შემდეგ, რაც გააანალიზეთ სათავსი საქმიანობის სპეციფიკის, იქ მომუშავე ადამიანთა და თავად სივრცის თავისებურებათა გათვალისწინებით, უნდა იპოვოთ აკუსტიკური გადაჭრა, რომელიც ხელს შეუწყობს კომფორტული პირობების შექმნას. იმის მიხედვით, თუ რით დაკავდებიან ადამიანები სათავსოში, აკუსტიკურ გადაჭრებს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა თვისებები. თუ ვიცით ეს თვისებები, გაცილებით სწრაფად შეარჩევთ ყველაზე შესაფერის გადაჭრებს.