ხმის იზოლაცია სასტუმროების სათავსოებს შორის

სასტუმრო არის ადგილი, სადაც სიმშვიდე და კომფორტი წარმოადგენს მთავარ ფაქტორს ხელსაყრელ განლაგებასთან, კარგ დიზაინთან და სივრცის სწორ ორგანიზებასთან ერთად. სწორედ ამიტომ სასტუმროებისა და მოტელების დაპროექტების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროცესში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკითხს, როგორიცაა ბგერითი და ვიბროიზოლაცია. აკუსტიკური კომფორტის ატმოსფეროს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიტორებისათვისა და კონფერენც-დარბაზებისათვის.

ამასთან დაკავშირებით სასტუმრო ბიზნესის ყველაზე მსხვილი და ფართოდ ცნობილი ოპერატორები როგორიცაა Hilton, Accor, Novotel, Mercure და სხვ. იყენებენ საკუთარ შიდა ბგერათსაიზოლაციო ნორმებს, რომლებიც საგრძნობლად მკაცრია სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმატივებთან შედარებით.

 სასტუმრო ობიექტების ვიბრო და ხმისიზოლაცია შეიძლება პირობითად დაიყოს შემდეგ ამოცანებად:

კედლების ხმის იზოლაცია ნომრებს შორის

აგრეთვე მათი მიმდებარე საზოგადოებრივი დანიშნულების სათავსებს შორის (საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზები, გასართობი კომპლექსები და კვების ობიექტები).

საერთაშორისო კლასიფიკაციით ოთხი და ხუთი ვარსკვლავის დონის მქონე სასტუმროებისათვის ნომრებსა და საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებს შორის კედლების ბგერითიზოლაციის მოთხოვნილი დონე შეადგენს 53 დბ-ს, კაფეებისა და რესტორნების მოსაზღვრე ნომრებისათვის - 60 დბ-ს. შესაძლოა პროექტში ჩადებული კედლები უზრუნველყოფს ხმაურისაგან დაცვის სათანადო დონეს. ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ, თუ რა მასალითაა ისინი აგებული, მასალის სიმკვრივე, სისქე.

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, გამშენებლებს სურთ მაქსიმალურად დაზოგონ სასარგებლო ფართობი და ტიხრებად იყენებენ მასალებს, რომელთა ბგერითიზოლაციის საკუთარი დონე ნორმებს „ჩამორჩება“ 5-8 დბ-ით. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა კედლების დამატებითი ბგერითიზოლაცია.

ჩვენთვის ცნობილია სასტუმროების იმ მფლობელთა უარყოფითი გამოცდილება, რომლებმაც ეკონომია მოახდინეს „ხმაურიანი“ სათავსების მომიჯნავე ნომრების ბგერითიზოლაციის მასალებზე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილო სტუმარი ჩივის მომიჯნავე რესტორნიდან ხმამაღალი მუსიკის გამო. შედეგად ვხედავთ ცარიელ ნომრებს, ვინაიდან მდიდრული ინტერიერის იზოლაცია ამ ეტაპზე დაკავშირებულია გაცილებით მეტ ხარჯებთან, რასაც ემატება განმეორებითი მოპირკეთება.

​თუ როგორი იქნება კედლის ბგერითიზოლაცია, განსაზღვრავს მისი საწყისი ბგერითიზოლაციის დონე, კედლის სისწორე, ბიუჯეტი, აგრეთვე შემკვეთის სურვილი, მაქსიმალურად შეინარჩუნოს ნომრის სასარგებლო ფართობი. ჩვენ გთავაზობთ მზა გადაჭრას, გამოცდების ოქმებზე, რეკომენდებულ კონსტრუქციებსა და აკუსტიკის ინჟინრის გაანგარიშებებზე დაყრდნობით.

იატაკის ხმის იზოლაცია

მოჭიმვიანი გადაფარვის ფილების კონსტრუქციათა უმეტესობა უახლოვდება 53 დბ-ის ნორმას ნომრებს შორის საჰაერო ხმაურის მიხედვით (გამონაკლისია 140 მმ სისქის ღრუ ფილები). სხვაგვარადაა საქმე დარტყმითი ხმაურის კუთხით (ფეხის ბაკუნი, საგნების გადაადგილება და სხვ.). ეს მაჩვენებლები ჩამორჩება 7 დბ-ით და მეტით. თუ ნომერი განლაგებულია რესტორნის თავზე, უნდა მივაღწიოთ იზოლაციის 60 დბ-იან დონეს საჰაერო ხმაურის კუთხითაც, რათა სტუმრებს ღამღამობით არ უწევდეთ კარაოკეს მოსმენა.

მეტად მნიშვნელოვანია მინიმალური ხარჯებით მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გადახურვის ფილაზე მოჭიმვის ქვეშ გამოვიყენოთ მასალები „მოტივტივე იატაკის“ სისტემით. გადახურვის ბგერითიზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების უფრო გვიანდელი მიღება გაზრდის ინვესტორის ხარჯებს 5-6-ჯერ ანალოგიური შედეგების მისაღებად საფინიშო საფარის ქვეშ იზოლაციისას, ანდა ჭერის იზოლირებისას.

ქუჩის ხმაურის ხმისიზოლაცია

როგორც წესი, შენობის ფასადის კედლების სისქე საკმარისია და დამატებითი იზოლაცია სასტუმროს ნომრების მხრიდან საჭირო არ არის. ქუჩის მხრიდან ხმაურისაგან დაცვის ძირითადი ფაქტორი არის ხარისხიანი ფანჯრების გამოყენება. თუ სასტუმროს ნომრები გამოდის ხალხმრავალ ქუჩაზე, რეკომენდებულია ბგერითსაიზოლაციო ფანჯრები ვაკუუმით გავსებული ორკამერიანი მინაპაკეტით, სქელი მინებით (6 და 8 მმ), ხუთკამერიანი პროფილითა და ხარისხიანი ფურნიტურით, რომელიც უზრუნველყოფს ჩარჩოზე საგდულის მჭიდრო მიკვრას.

საინჟინრო აღჭურვილობის ხმისიზოლაცია

(ლიფტების, სავენტილაციო სისტემების, აგრეთვე კონდიცირების სისტემების ხმაურის დონის შემცირება) და შენობის შიგნით განთავსებული სხვადასხვა ტექნიკური სათავსების იზოლაცია (ჩილერებისა და მაცივარაგრეგატების იზოლაცია, დაცვა სარეზერვო დიზელ-გენერატორთა ვიბრაციისაგან და სხვ.). როგორც წესი, პროექტის შედგენისას ნომერთა ფონდსა და „ხმაურიან“ აღჭურვილობას განალაგებენ ერთმანეთისაგან მოშორებით. მიუხედავად ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს  ვიბრო და ბგერითიზოლაცია. აღჭურვილობის ხმაური არის მეორადი და დაკავშირებულია ვიბრაციათა გადაცემასთან მისი წყაროდან მზიდი კონსტრუქციის მეშვეობით. კომფორტის შექმნის პირველი ნაბიჯი იქნება მისი ვიბროიზოლაცია. ამ მიზნებისათვის გამოიყენება მასალები, ვიბროსაკიდები, ვიბროსაყრდენები და სხვ. გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს ხისტი გადაბმები მილების, ჰაერსადენების, საყრდენი ელემენტების გამოსვლისა და კედელზე დამაგრების ადგილებში.

ხმის საიზოლაციო კარები

უნდა ითავსებდეს არა მხოლოდ ხმაურისაგან დაცვის მაღალ დონეს, არამედ სახანძრო უსაფრთხოებასაც. ამგვარი კარების ძირითადი მახასიათებლები არის ბგერითიზოლაციის დონე 27 დბ-დან, ფრთის სისქე 48 მმ-დან მთლიანი შემავსებლით, ფრთაზე ორმაგი მოსახური ფარის არსებობა, მამჭიდროებლის ორი კონტური. გარდა ამისა, ამგვარი კარი დაკომპლექტებული უნდა იყოს თვითდამწევი ზღურბლით - გილიოტინით, რომელიც კარის დახურვისას დაფარავს ღრეჩოს ფრთასა და იატაკს შორის, რაც ხელს შეუშლის ხმაურის შეღწევას დერეფნის მხრიდან.