ზედმეტი ხმაურის გავლენა სამკურნალო დაწესებულებებში

როდესაც ადამიანი გეგმავს  სამედიცინო დახმარების მიღებას და ჯანმრთელობის აღდგენას,  წყნარი და მშვიდი გარემო ესაჭიროება. თუმცა, სამწუხაროდ, არსებულ რეალობაში, სამედიცინო დაწესებულებას მსგავსი პირობებით  იშვიათად თუ შეხვდებით.

თანამედროვე საავადმყოფოები სავსეა ხმაურიანი დანადგარებით, სიგნალიზაციით, ტელეფონის ზარებით, ნაბიჯების ხმითა და ხმაურიანი საუბრებით. გამაღიზიანებელი ხმაური პაციენტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ამიტომ,  აკუსტიკური გადაწყვეტილებების გამოყენება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით აუცილებელი ხდება.

 

მთელმა რიგმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხმაურით დაბინძურება უარყოფითად მოქმედებს სამედიცინო დაწესებულების ხარისხობრივ და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამასთან,  ხმაურის დონე იზრდება დაწესებულებაში პაციენტების სიმრავლისა და ტექნიკური აღჭურვის განვითარების პარალელურად. ყოველივე ეს დისკომფორტს უქმნის, პირველ რიგში, პაციენტებს, რომლებიც ჯანმრთელობის გაურესების გამო ისედაც უფრო მგრძნობიარენი არიან, ასევე პერსონალს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სტრესის მაღალ დონესთან.

საბედნიეროდ, თანამედროვე აკუსტიკური  გადაწყვეტილებები და მასალები იძლევა შესაძლებლობას, სამედიცინო დაწესებულებაში  შეიქმნას კომფორტული აკუსტიკური გარემო და ამასთან,  არ დაირღვეს ჰიგიენის მკაცრი მოთხოვნები.

იმის გათვალისწინებით,   რომ სამედიცინო დაწესებულების პროექტირების დროს  აკუსტიკური ფაქტორების უგულვებელყოფა უარყოფით  გავლენას ახდენს პაციენტებზე და აქვეითებს მომსახურე პერსონალის შრომისუნარიანობას, აუცილებელი ხდება სწორი აკუსტიკური დაგეგმვა, რომლის დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი პრინციპები:

 

დაბალი ხმაურის მქონე დანადგარები

მოქმედი სამედიცინო აღჭურვილობის ხმის სიძლიერე, სხვადასხვა სიგნალი და საერთო    მაუწყებლობის სისტემის ხმის სიძლიერე, ხშირ შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული შენობის პროექტირებისას, რაც იწვევს შიდა ხმაურის დონის გაზრდას. სასურველია, შერჩეულ იქნას რაც შეიძლება დაბალი ხმაურის მქონე აღჭურვილობა ან უპირატესობა მიენიჭოს მანათობელ სიგნალებს.

 

სწორი დაგეგმარება და ზონებად დაყოფა

ხმის დონის შემცირების ეფექტური საშუალება არის სწორი დაშორების განსაზღვრა იმ განყოფილებებს შორის რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ხმაურთან. ამასთან,  ხალხის, მასალების და დანადგარების გადაადგილებისთვის საჭირო მარშრუტის სწორი დაგეგმვა საშუალებას იძლევა შემცირდეს ხმაურის დონე, პაციენტებისთვის შეიქმნას მეტი კომფორტი და მომსახურე პერსონალი კონცენტრირდეს მის წინაშე დასახულ ამოცანაზე.

 

შენობის აკუსტიკური მოწყობა

სამედიცინო დაწესებულებაში, ერთის მხრივ, სასურველია, გამოვიყენოთ ჰიგიენური და მარტივად რეცხვადი, დეზინფიცირებადი ზედაპირები, თუმცა, მეორეს მხრივ ტრადიციული მყარი, გლუვი ზედაპირები, როგორიც არის კაფელი ან შეღებილი ბეტონი,  იწვევენ ბგერის არეკვლას და ხმაურის დონის გაზრდას. ხმის დამხშობი მასალების გამოყენება ამცირებს ამ ეფექტს  და იწვევს ხმაურის დონის შემცირებას.

ჯანსაღი აკუსტიკური გარემო თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მიმღებში (სადაც ხდება პირველი კონტაქტი პაციენტსა და კლინიკას შორის  და ქაოტური, ხმაურიანი სივრცე  იწვევს მომსახურე პერსონალში გაფანტულობას,  დაღლილობას და არათავაზიან მოპყრობას, ხოლო პაციენტებში გაღიზიანებას და აგრესიას), ასევე, კლინიკის სხვადასხვა განყოფილებებში, როგორიც არის ექიმის კაბინეტი, საოპერაციო და ინტენსიური თერაპიის კაბინეტები,  პალატები სადაც პაციენტი გადის რეაბილიტაციას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმშვიდე და კომფორტი.

 

სივრცის აკუსტიკურად მოწყობის უპირატესობები:

 

ჯანსაღი კომუნიკაცია და სტრესის მინიმუმამდე შემცირება

 

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი იყოს პაციენტსა და პერსონალს შორის მარტივი და გასაგები კომუნიკაცია. დაწესებულებაში,  სადაც მაღალია ფონური ხმაურის დონე, რევერბერაცის დრო (ექო) და შემცირებულია საუბრის გარჩევადობის ინდექსი,  რთულდება კომუნიკაცია  პაციენტებსა და ექიმს შორის. ცუდი აკუსტიკური გარემოში  ადამიანები ხმამაღლა საუბრობენ, რასაც ემატება სამედიცინო დანადგარებისგან მომდინარე ხმაური. შედეგად ყალიბდება სტრესულ გარემო და მცირდება მედპერსონალის გონების კონცენტრაცია, ეს  კი სახიფათოა,  რადგან ხშირ შემთხვევაში ექიმის მიერ ხდება ადამიანის სისცოცხლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კონსულტაციის ჩატარება უნდა მოხდეს მშვიდ გარემოში, სადაც თავიდან იქნება აცილებული გაუგებრობა და პაციენტიც და ექიმიც მოახდენენ მეტ კონცეტრაციას პრობლემის გარშემო.

 

პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

 

კარგი აკუსტიკური გარემო მედპერსონალს საშუალებას აძლევს გაიგოს განგაშის სიგნალი და დროულად დაეხმაროს პაციენტს. ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის ირგვლის საშუალოდ 33 სხვადასხვა ტიპის სასიგნალო მოწყობილობაა. 10- დან 9 შემთხვევაში სიგნალის ამოქმედებისას რეაქცია იგვიანებს. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პაციენტს,  არამედ იწვევს სამედიცინო პერსონალის სტრესის დონის გაზრდას, რადგან მათ უნდა განსაზღვრონ საიდან მოდის ხმა და მოახდინონ დროული რეაგირება.

 

აკუსტო

 

აკუსტო გთავაზობთ ინდივიდუალრ აკუსტიკურ გადაწყვეტილებებს და აკუსტიკურ პროექტირებას , რაც საშუალებას მოგცემთ  გააუმჯობესოთ დაწესებულების აკუსტიკური მონაცემები, შექმნათ კომფორტული და მშვიდი გარემო, როგორც პაციენტისთვის, ასევე პერსონალისთვის.  შედეგად  გაგიუმჯობესდებათ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და აიწევს კლინიკისადმი პაციენტების პოზიტიური განწყობა.